Intel® SFI დამწყების გაკვეთილები
აღმოაჩინეთ უსაზღვრო შესაძლებლობები Intel Skills for Innovation (SFI)-ის დამწყების გაკვეთილების დახმარებით
Intel® SFI დამწყების გაკვეთილები
Intel Skills for Innovation (SFI)-ის დამწყების გაკვეთილები პედაგოგებს სთავაზობს ყოვლისმომცველ, გამოსაყენებლად მზა აქტივობებს, რომელიც შექმნილია კლასში ტექნოლოგიებისა და ინოვაციური უნარების შეუფერხებლად ინტეგრირებისთვის. 100-ზე მეტი აქტივობით, რომელიც 200 საათზე მეტი კონტენტისგან შედგება, პედაგოგებს შეუძლიათ მარტივად გამოიყენონ რეალობაზე მორგებული გამოცდილება უკვე არსებულ სასწავლო გეგმაში, პირადად თუ ვირტუალურად. ეს აქტივობები ეხმარება მოსწავლეს, განავითაროს უმნიშვნელოვანესი აზროვნება და უნარები ტექნოლოგიური მომავლისთვის.
გამოიწვიეთ საკუთარი თავი, ისწავლეთ საქმის კეთებით და გააძლიერეთ მოსწავლეები მიმზიდველი სწავლების შესაძლებლობებით.
100-ზე მეტი აქტივობის ბიბლიოთეკა
Intel SFI-ს აქვს მზარდი ბიბლიოთეკა წინასწარ შემუშავებული, ტექნოლოგიებით გამდიდრებული აქტივობებისა, რომლის სირთულეც ეტაპობრივად იმატებს, რათა მომდევნო კლასებში გადასვლასთან ერთად მოსწავლეთა აზროვნება და უნარები შესაბამისად ჩამოყალიბდეს.
- - 200 საათზე მეტი კონტენტი.
- - 5-19 ასაკის მოსწავლეთათვის.
- - STEM, ენისა და ჰუმანიტარულ საგნებად დაყოფილი.
- - რამდენიმე საერთაშორისო კურიკულუმის სტანდარტებით შედგენილი“.
რას წარმოადგენს Intel® SFI-ის პროფესიული განვითარება
Intel-ის SFI პროფესიული განვითარება პეგადოგებს გზას უკვალავს ტექნოლოგიის ამთვისებლებიდან განახლებული აზროვნების მენტორობამდე. ოთხი დონისგან შემდგარი SFI პროფესიული განვითარების კრებული აწვდის პედაგოგებს საჭირო უნარებს, რათა ტექნოლოგია ნებისმიერ სასწავლო გარემოში ჩართონ და შექმნან ტექნოლოგიით გამდიდრებული სწავლების გამოცდილება, რაც მოსწავლეებს მომავლისთვის საჭირო უნარებს შესძენს.
პროფესიული განვითარების კრებული შედგება ელექტრონული სწავლებისა და პერსონალური სემინარების 80-ზე მეტი საათისგან და პედაგოგებს ასწავლის შემდეგს:
- - საჭირო უნარები ვირტუალურ და ფიზიკურ სასწავლო გარემოში ტექნოლოგიების ადაპტაციისთვის.
- - ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გამოცდილების შექმნა, რაც სამომავლოდ საჭირო უნარებს აყალიბებს.
- - უახლესი ტენდენციების გაცნობა, რომელიც გავლენას ახდენს მათი მოსწავლეების მომავალზე; ისეთი ინსტრუმენტებით აღჭურვა, რაც მაქსიმალურად გაზრდის მოსწავლეების შედეგებს ნებისმიერ სასწავლო გარემოში.